თეგებით ძიება
09. 03. 2024 მსოფლიო

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 10 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 10 ბავშვი დაიბრუნა. უკრაინული მედია იუწყება, რომ ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილასაა.

"მათ შორის, ვინც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება მოახერხა, გოგონა ალინაა. მას მხოლოდ მამა დარჩა მას შემდეგ, რაც დედამისი რუსებმა დაადეპორტეს. ბავშვს აიძულებდნენ რუსულ სკოლაში სწავლას, რუსეთის ჰიმნის შესრულებას და აგრესორი ქვეყნის "სიდიადეზე" ფილმების ყურებას... 

განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ოკუპანტები ბავშვების აიძულებდნენ დაეწერათ წერილები ჯარისკაცებისთვის, რომლებიც კლავენ მათ მამებს, დედებს, ძმებსა და დებს. ასევე, განედიდებინათ ქვეყანა, რომელმაც მათ მშვიდობიანი ცხოვრება წაართვა," - განაცხადა Save Ukraine-ის ხელმძღვანელმა, მიკოლა კულებამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა