თეგებით ძიება
09. 03. 2024 მსოფლიო

"ეს ჩემი ბოლო არჩევნებია" - ერდოღანი

"ეს ჩემი ბოლო არჩევნებია," - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა 31 მარტს ჩანიშნული ადგილობრივი არჩევნების შესახებ განაცხადა.

"კანონით მინიჭებული მანდატით, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია... შედეგი, რომელიც დადგება, იქნება მემკვიდრეობის გადაცემა ჩემს და-ძმებზე, რომლებიც ჩემს შემდეგ მოვლენ," - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ერდოღანი თურქეთს უკვე ორ ათწლეულზე მეტი ხანია მართავს. ის 2023 წლის მაისში ხელახლა აირჩიეს ხუთი წლის ვადით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა