WhatsApp-ში გაგზავნილი შეტყობინებების გამო, პაკისტანელ სტუდენტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
პაკისტანის სასამართლომ 22 წლის სტუდენტი WhatsApp-ში გაგზავნილის შეტყობინებების გამო მკრეხელობაში დაადანაშაულა და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ BBC წერს.
პენჯაბის სასამართლოს განცხადებით, განსასჯელმა სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა, რომლის მიზანი მუსლიმების რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა იყო.
ამავე საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 17 წლის ახალგაზრდას. ორივე მათგანი ბრალდებას უარყოფს.
პაკისტანში მკრეხელობა სიკვდილით ისჯება. ზოგიერთი ეჭვმიტანილი ლინჩის წესით მანამდე გაასამართლეს, სანამ მათი საქმე სასამართლოს გადაეცემოდა.