აშშ-ის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში 15 დრონი ჩამოაგდო
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში 15 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას შტატების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს და იუწყება, რომ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში იემენელი „ჰუსიტების“ ფართო მასშტაბიანი შეტევა დილის 4 საათიდან გაგრძელდა.
ამერიკულ ხომალდებზე თავდასხმა იემენელმა ჰუსიტებმაც დაადასტურეს.