თეგებით ძიება
09. 03. 2024 მსოფლიო

კილიან მერფი ჯეიმს ბონდის როლს შესანიშნავად შეასრულებს - პირს ბროსნანი

ჯეიმს ბონდის როლის ყოფილი შემსრულებლის, პირს ბროსნანის აზრით, მსახიობი კილიან მერფი შესანიშნავი იქნებოდა აგენტის როლზე.

"კილიანი შესანიშნავად შეასრულებს ჯეიმს ბონდის როლს". - უთხრა ბროსნანმა BBC-ის.

6 მარტს, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოსკარის ნომინაციაზე წარდგენილი მერფი ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია ბონდის როლზე. 

კილიან მერფის თქმით, მას მსგავსი ინფორმაცია საკუთარ თავზე არ გაუგია. ლაპარაკისას მსახიობი ასევე გამოეხმაურა ოსკარის დაჯილდოებაზე შესაძლო გამარჯვებასაც და თქვა, რომ მას უბრალოდ კარგი საღამოს გატარება სურს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა