თეგებით ძიება
09. 03. 2024 მსოფლიო

რუსეთის ФСБ-მ სინაგოგაზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის 2 მოქალაქე მოკლა

ყაზახეთის უსაფრთხოების კომიტეტმა (КНБ) გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს ყაზახეთის ორი მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში ტერაქტის მოწყობის მცდელობისას - ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზე წერია.

7 მარტს ФСБ იუწყებოდა, რომ აღკვეთა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვში სინაგოგაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ამზადებდა ავღანეთში ISIS-ის საბრძოლო დაჯგუფება "ხორასნის პროვინცია". 

 "დაკავებისას ტერორისტებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს ФСБ-ს ოფიცრებს და შედეგად, საპასუხო ცეცხლით განეიტრალდნენ". - ნათქვამია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

მოკლული ეჭვმიტანილების საცხოვრებელ ადგილას, ФСБ-ს ინფორმაციით, აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და  თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად საჭირო ნაწილები.

გამოცემა Astra-ს ინფორმაციით, დაღუპულები ყაზახეთის მოქალაქეები იყვნენ. მათი წყაროების თანახმად, შემთხვევა 7 მარტს დილით მოხდა, კალუგას რაიონის სოფელ კორიაკოვოში. შედეგად ორი ეჭვმიტანილი მოკლეს - 35 წლის საბიტ აშირალიევი და 32 წლის ჯანიბეკ ტასკულაევი, რომლებიც რუსეთში 28 თებერვალს ჩავიდნენ.

8 მარტს აშშ-ს საელჩომ რუსეთში საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ახლო მომავალში მოსკოვში შესაძლოა მოხდეს ტერაქტი. 

იგივე განცხადებას ციტირებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი მოქალაქეებისთვისაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა