რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს კიტელის ქვეშ?
ალბათ, ყველას გინახავთ ისტორიული პირების პორტრეტები, რომლებზეც მეფეებს, იმპერატორებს, ბელადებსა თუ მხედართმთავრებს ხელი კიტელის ქვეშ აქვთ დამალული. არსებობს ამ საინტერესო ჟესტის ხუთი ახსნა, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ...
1. ძველი ბერძნული ეტიკეტი
ძველ საბერძნეთში ორატორისთვის ხელის ტუნიკის ნაკეცებში დამალვა აუცილებელი წესი გახლდათ, რადგან ჩამოშვებული ხელები უხეშობად და მსმენელის შეურაცხყოფად მიიჩნეოდა. რიტორიკის სკოლის დამფუძნებელი, სოკრატეს მოწაფე და ცნობილი ორატორი ესქინე თავის მოწაფეებს საუბრის დროს ცალი ხელის დამალვას ურჩევდა. ესქინეს რეკომენდაცია იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ 2000 წლის შემდეგაც კი ორატორული ხელოვნების სახელმძღვანელოებში მოხვდა.
2. კლასიკური პოზის მოდა
ეს თეორია დასავლეთ ევროპის განვითარებაზე ძველბერძნული კულტურის გავლენას ადასტურებს. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ცნობილ ადამიანებს პორტრეტებზე კიტელის ქვეშ დაფარული ხელით გამოსახავდნენ. ეს ჟესტი მისი მფლობელის კარგი მანერების, განათლებისა და მაღალი საზოგადოების წევრობის მანიშნებელი გახდა.
3. იმპერატორზე ორიენტირება
ნაპოლეონ ბონაპარტი უამრავ პორტრეტზე დაფარული ხელით არის გამოსახული. იმპერატორის უამრავი თაყვანისმცემელი ცდილობდა, თავისი კერპისთვის მიებაძა და საკუთარი პორტრეტისთვისაც იგივე პოზას არჩევდა.
4. მოხერხებული პოზა
ფოტოგრაფიის გარიჟრაჟზე ადამიანებს ფოტოს გადასაღებად ხანგრძლივად (30 წამიდან 15 წუთამდე) გაუნძრევლად დგომა უწევდათ, რათა ფოტო ხარისხიანი გამოსულიყო. სამოსის ქვეშ დაფარული ხელი კი ადამიანს გაუნძრევლად დგომაში ეხმარებოდა. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს სამხედრო მოსამსახურეებს კიტელის ქვეშ დაფარული ხელით იღებდნენ. იმავე პოზაში აქვს ფოტოები გადაღებული კარლ მარქსს. მე-19 საუკუნის ბოლოს ხელის დამალვა თანდათან მოდიდან გადავიდა, თუმცა სტალინმა თავისი პორტრეტისთვის სწორედ ეს პოზა შეარჩია.