თეგებით ძიება
10. 03. 2024 მსოფლიო

“შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ რუსეთი თავს დაესხმება ნატო-ს წევრ ბალტიის ქვეყნებს, დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტს და ავდიივკას დაემსგავსება.

"ვფიქრობ, საბოლოოდ ნატო გაიმარჯვებს. მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდიივკას - მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი“, - ციტირებს ლიეტუვური მედია დმიტრო კულებას.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა არის უკრაინელების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ებრძვიან. კულებას მტკიცებით, ლიეტუვას ეს ესმის და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინას.

„სხვები ისე წარმოაჩენენ, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლიათ“, - დასძინა უკრაინის საგარეო უწყების პირველმა პირმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა