თეგებით ძიება

ქართული ტაძარი სავსეა კათოლიკური ხატებით, რას აკეთებს წალკის უმაქნისი ეპარქია?! - რას წერს ილია ჭიღლაძე?

ესაა კულტურული კატასტროფა! - დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სოფელ აიაზმაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის შესახებ წერს:

“ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი სოფ. აიაზმის ღვთისმშობლის ტაძარი (VI-VII სს) წალკის მუნიციპალიტეტში. ისტორიული თრიალეთის მხარეში. ვაჩეიშვილის პერიოდში ძეგლთა დაცვის უწყების მიერ დაფარებული თუთიის სახურავი უკვე აყრილი გამოსაცვლელია.

აქ ინტერიერიც უმძიმეს დღეშია, მთლიანად ნახანძრალია და ერთიანად გამურულ-გაჭვარტლული, ათასგვარი ნახატები დაყრილი, საჭიროა ქვის საწმენდი კერხერით მისი გაწმენდა-რესტავრაცია და მოწესრიგება! ესაა კულტურული კატასტროფა! ასევე უძველესი მართლმადიდებლური ქართული ტაძარი სავსეა კათოლიკური ხატებით, რას აკეთებს წალკის უმაქნისი ეპარქია?! ისეთი უწესრიგობაა, რომ სრული საღორეა, ერთი შანდალი არ დგას და ხალხი დღემდე ვანდალურად კედლებზე აკრავს სანთლებს” - წერს ილია ჭიღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა