თეგებით ძიება

მაშველებმა თელავში დაკარგული მოზარდები 25 მეტრის სიღრმის ხევიდან უვნებლად ამოიყვანეს

მაშველებმა თელავში დაკარგული მოზარდები 25 მეტრის სიღრმის ხევიდან უვნებლად ამოიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.

თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.

ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. 

მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა