მოსკოვში დააკავეს სტუდენტი, რომელმაც WI-FI-ის ქსელს "დიდება უკრაინას" დაარქვა
მოსკოვში დააკავეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც WI-FI-ის ქსელს "დიდება უკრაინას" დაარქვა.
სასამართლომ სტუდენტი "ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლოების" ჩვენებაში დამნაშავედ ცნო და ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის ოთხშაბათს, 6 მარტს დააკავეს. პოლიციამ მას WI-FI სიგნალის გადამცემი ე.წ როუტერი ჩამოართვა მას შემდეგ, რაც პოლიციის ოფიცერმა ქსელის სახელი ხელისუფლებას შეატყობინა.
Amnesty International-ის თანახმად, გასულ წელს რუსეთის "რეპრესიული კანონების" სამიზნე 21 000-ზე მეტი ადამიანი გახდა. კანონი გამოიყენებოდა "ომის საწინააღმდეგო აქტივისტების დარბევის მიზნით".