მხარში რომ ხანჯალი დაგარტყან, ისეთი ტკივილი ვიგრძენი, კინაღამ გავგიჟდი - ზალიკო ბერგერი გადატანილ ავადმყოფობაზე ყვება (ვიდეო)
8 იანვარს მხარში რომ ხანჯალი დაგარტყან, ისეთი ტკივილი ვიგრძენი, კინაღამ გავგიჟდი. წმინდა მატრონას ხატი მიკიდია და წმინდა მატრონა მიშველე მეთქი, დავიძახე და გამიარა. ვიფიქრე, რომ ჭვალი იყო. შობის მეორე დღე იყო და ავდექი და დავლიე ვისკი. აზრზე რომ მოვედი, ძირს ვეგდე.. - დიზაინერი ზალიკო ბერგერი გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ თავის ავადმყოფობასა და ოპერაციაზე ყვება.