იქნებ, ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს სამხედროები უკრაინიდან? - სიკორსკი რომის პაპს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი, რომის პაპის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას "თეთრი დროშის" აღმართვის გამბედაობა უნდა ჰქონდეს.
სიკორსკის შეფასებით, ახლა პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმეტ პუტინს უნდა მოუწოდოს, უკრაინიდან საოკუპაციო ჯარები გაიყვანოს.
"რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინიდან?", - წერს სიკორსკი.
ცნობისთვის, მოგვიანებით, რომის პაპის სკანდალურ განცხადებაზე ვატიკანში განმარტება გააკეთეს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პაპმა თეთრი დროშა ახსენა, მხედველობაში არა უკრაინის კაპიტულაცია, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება ჰქონდა.