თეგებით ძიება
10. 03. 2024 მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გეგმავს პარლამენტს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინადადებით მიმართოს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ ქვეყნის პარლამენტს მალე შესთავაზებს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.

„შევთავაზებ საკანონმდებლო ორგანოს, რომ ესპანეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. ამას ვაკეთებ მორალური რწმენით, სამართლიანი მიზნებისთვის და იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გზაა, რომ ორმა სახელმწიფომ, ისრაელმა და პალესტინამ თანაცხოვრება შეძლონ“, – განაცხადა პრემიერმა.

ესპანეთის პრემიერის თქმით, მისი პოზიცია ღაზასთან მიმართებაში ძალიან ჰგავს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის ინტერვენციის შემდეგ.

სანჩესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი საერთაშორისო კანონის უზენაესობის პატივისცემას ითხოვს როგორც რუსეთისგან, ისე ისრაელისგან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა