8 ქვეყანა,სადაც ქვედაბოლო მამაკაცურობის სიმბოლოა
ყველა მივეჩვიეთ, რომ ქვედაბოლო მხოლოდ ქალის სამოსია და ეს გამონაკლისი მხოლოდ შოტლანდიელებს ეხებათ კილტის სახით. სინამდვილეში, ქვედაბოლოს ან კაბას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ატარებენ. ზოგიერთ ქვეყანაში კი მათ ჩაცმას მამაკაცებს კანონი ავალდებულებს.
1.შოტლანდია, კილტი
შოტლანდიაში კილტით სეირნობა დღესაც თავისუფლადაა შესაძლებელი გლაზგოსა და ედინბურგის ქუჩებში. მიუხედავად ამისა, კილტს უკვე იშვიათად, ძირითადად ქორწილებში და ეროვნულ დღესასწაულებზე იცვამენ.
კილტს ათასწლოვანი ისტორია აქვს. მისი შეფერილობით იმის გარკვევაც კი შეიძლება, თუ რომელ კლანს წარმოადგენს მამაკაცი.მზადდება შალის კუბოკრული ქსოვილისგან და ტექნიკურად მთლიანი, დიდი კილტის ქვედა ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სიგრძით 6 მეტრს აღწევს და საჭიროების შემთხვევაში მთიელები მასში სულ ეხვეოდნენ.
2.ბუტანი, გჰო
ხალათ გჰოს, რომელიც ბუტანის ოფიციალური სამოსია, გეტრებთან და სპეციალურ შარფთან ერთად იცვამენ. მისი გამოგონება ქვეყნის დამაარსებელ შაბდრუნგ ნგავანგის სახელს უკავშირდება (მე-17 საუკუნე).
გჰოს ჩაცმა აუცილებელია რიგ შემთხვევებში:სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებში. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი ჩაცმა არც ისე ადვილია და ამ დავალებას მხოლოდ ცოტა მამაკაცი უმკლავდება დახმარების გარეშე.
3.ბირმა, პასჰოუ
მამაკაცების ტრადიციული სამოსი ბირმაში წარმოადგენს ქსოვილს, სიგრძე 2მეტრი და სიგანე 1 მეტრამდე. მას თეძოებზე იხვევენ და მუცელზე ნასკვით იმაგრებენ. ქალების სამოსიც იგივენაირია, იმ განსხვავებით, რომ მას გვერდზე იმაგრებენ.
მას ძირითადად ბამბის ქსოვილისგან ამზადებენ და მყვირალა შეფერილობას არ აძლევენ.
4.მაროკო, ჯელაბა
მაროკოული ჯელაბა, რომელიც კაპიშონიან ხალათს წარმოადგენს, როგორც მამაკაცების, ისე ქალების სამოსადაა მიჩნეული.არის როგორც ჩვეულებრივი, ისე დათბილული. იცავს როგორც სიცივისგა, მზისგან და ნესტისგან, ისე ქვიშისგან.
ხშირად დაინახავთ, რომ მაროკოელები ამ სამოსის კაპიშონს ჩანთის სანაცვლოდაც იყენებენ. თეთრი ფერის ჯელაბას ძირითადად დღესასწაულებზე იცვამენ. თუ მამაკაცს ყავისფერი ჯელაბა აცვია ე.ი. ის უცოლოა.
5.ფუსტანელა, საბერძნეთი
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ფუსტანელა მამაკაცურობის სიმბოლოდ ითვლებოდა და საომარი სამოსის განუყრელ ნაწილად იყო მიჩნეული დიდი ხნის განმავლობაში. დღეს ის ევზონებს ანუ გვარდიელებს აცვიათ, რომელთა ფოტოგრაფირებაც ძალიან უყვართ ტურისტებს.
ფუსტანელა რთული კონსტრუქციისაა. ამ ორშრიან ქვედაბოლოზე სულ 400 ნაოჭია, რაც სიმბოლურად ოსმალთა ბატონობაში გატარებულ 400 წელს აღნიშნავს. გვარდიელებს წესდებით აქვთ დავალებული, რომ ყოველდღე დააუთოვონ ფუსტანელა.
6.ისლამური ქვეყნები, იჰრამი
ჰაჯი-თითოეული მუსლიმის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა და გარდერობიც შესაბამისი მოითხოვება. იჰრამი მამაკაცების სამოსია, რომელსაც სპეციალურად მექას მოსალოცად იცვამენ.
იჰრამის ძირითადი დანიშნულება მორწმუნეთა ერთიანობის და ალაჰის წინაშე მათი თანასწორობის დემონსტრირებაა.
7.ფიჯი, სულუ
ფიჯის კუნძულებზე მამაკაცებმა ქვედაბოლოს ტარება არც ისე შორეულ წარსულში, მე-19 საუკუნეში დაიწყეს, ინგლისელთა კოლონიზატორობის შემდეგ.მანამდე მამაკაცები ამ კუნძულებზე ადამის სამოსით ანუ სრულიად შიშვლები დადიოდნენ. სულუ ქრისტიანობაზე მოქცეულმა ფიჯელებმა შემოიღეს.
სულუს სიგრძე მუხლს ქვემოთაა, თუმცა უფრო გრძელი სულუს ტარებაც დაშვებულია. ის სავალდებულო ფორმაა სკოლის მოსწავლეებისთვის, სამხედროებისა და პოლიციელებისთვის.
8.იაპონია, ჰაკამა
კაბა-შარვალ ჰაკამას ხილვა დღეს იაპონიის საბრძოლო კლუბებშია შესაძლებელი. ეს სამოსი იაპონიაში ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში გაჩნდა მეზობელი ჩინეთიდან.
ჰაკამას 7 ნაკეცი აქვს. 5 წინაა მოქცეული, ორი კი-უკან. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი სამურაის ღირსების კოდექსთანაა კავშირში. მისი ჩაცმა და ნაკეცების დალაგება კი ნამდვილი ხელოვნებაა.