"თაყვანისმცემელია, ჯერჯერობით, ჩემს ცხოვრებაში მას სტატუსი არ აქვს, შეცდომის დაშვების უფლება აღარ მაქვს" - რას ამბობს თაია ჭიჭინაძე?
„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე თაია ჭიჭინაძეა. მაყურებელმა ის ჯერ კიდევ მესამე სეზონში გაიცნო და მას შემდეგ, პოპულარობას არ კარგავს.
რეალითი შოუს დასრულების შემდეგ, მის ცხოვრებაში რამდენიმე კარგი სიახლეა, რასაც „პრაიმტაიმს“ უზიარებს.
- „პრაიმ ჰაუსის“ მიწურულს, ცოტა დაძაბული დღეები გქონდა, ახლა თავს როგორ გრძნობ?
- „პრაიმ ჰაუსის“ დასრულების შემდეგ საკმაოდ სტრესული დღეები გამოვიარე. რაც მთავარია, ყველაფერი გადავლახე და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ... კარგად ვარ...
- ახალ ამპლუაში გიხილეთ, ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში მიიღე მონაწილეობა და საოცრად გამოიყურებოდი, ხშირია მსგავსი შემოთავაზებები?
- შემოთავაზება საკმაოდ ბევრია. კამერასთან პოზირება ვის არ მოეწონება?! ძალიან კარგი და საინტერესოა, მომწონს ეს საქმე.
- ამბობენ, რომ შენსა და კახაბერს შორის მეგობრობაზე მეტი ხდება, ხშირად, ორივეს მსგავსს შეკითხვებს გისვამენ. რეალურად რა ხდება?
- მოგეხსენებათ, პროექტში მე და კახაბერს გულწრფელი მეგობრობა გვქონდა, ეს კი პროექტს გარეთაც გაგრძელდა. ვნახულობთ ერთმანეთს, სხვადასხვა ადგილებში დავდივართ, მაგრამ ვართ მხოლოდ მეგობრები...
- ცოტა ხნის წინ, ბოლო მოდელის ტელეფონი გაჩუქეს, ვინ არის ამ ყველაფრის ავტორი?
- თაყვანისმცემელია... ჯერჯერობით, ჩემს ცხოვრებაში მას სტატუსი არ აქვს. ცხოვრება საკმაოდ დიდ გამოცდილებას გვაძლევს, ამიტომ ახლა საკმაოდ ფრთხილი ვარ... დაფიქრებულად ვიღებ გადაწყვეტილებებს, შეცდომის დაშვების უფლება აღარ მაქვს.
- უკვე გვითხარი, რომ ALL STAR-ში არ იქნები, არ გაქვს სურვილი?
- მონაწილეობას არ ვიღებ. ამის მიზეზი არის ის, რომ ვფიქრობ, ადამიანი უნდა განვითარდეს, წინ წავიდეს, მინდა, სხვა რაღაცებს დავუთმო ჩემი დრო.
- აპირებ თუ არა ყურებას, ან ვის უგულშემატკივრებ?
- სულ მალე, 2-თვიან მოგზაურობაში მივდივარ, მთელი ევროპის მოვლა მინდა, ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ამიტომ, არ მგონია, „პრაიმ ჰაუსის“ ყურების დრო მქონდეს, ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა ჩემი მოგზაურობა. თუმცა, ასეთი პოპულარული რეალითი შოუა, ყველა სოციალური ქსელია მოცული, შესაბამისად, საერთო წარმოდგენა მაინც მექნება. ასევე, წინასწარ ვერ ვიტყვი, ვის ვუგულშემატკივრებ - მინდა, ერთ-ერთმა გოგომ მოიგოს, მაგრამ შევხედოთ, პროექტი რომ დაიწყება, მერე ვიტყვი, ვინ არის ეს გოგო.