თეგებით ძიება

ქუთაისში ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის ფილიალი გაქურდეს

ქუთაისში დაუდგენელმა პირებმა მაღაზიათა ქსელ "მაგნიტის" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი ე.წ. ატმიჩკით გააღეს და სიგარეტები წაიღეს.

როგორც მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, სავარაუდოდ, არასრულწლოვანები ობიექტზე სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ორი მათგანი ძარცვაში მონაწილეობდა, ერთი კი გარე პერიმეტრს აკონტროლებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა