თეგებით ძიება

ყვავილების თაიგულში დამალული დანა და სასტიკად ჩადენილი მკვლელობა თბილისის ცენტრში - ორბელიანზე მომხდარი დანაშაულის დეტალები

25 იან­ვარს თბი­ლის­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, ნი­კი­ტა აგი­ე­ვი სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. აგი­ე­ვი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქუ­ჩა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნა­ხეს. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

რა მოხ­და 2 თვის წინ თბი­ლი­სის ცენ­ტრში - გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე "კუ­რი­ე­რი P.S-მა" ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია. რო­გორც ირ­კვე­ვა, 25 იან­ვრის სა­ღა­მოს ნიკა აგი­ე­ვი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და, რა დრო­საც თავს და­ესხნენ, კონ­კრე­ტუ­ლი პირი მას და­ნას რამ­დენ­ჯერ­მე ურტყამს.

დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მა­ლე­ვე შეძ­ლეს - ის 18 წლის სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნია. გარე კა­მე­რე­ბის კად­რებ­ში ჩანს, რომ პა­კე­ლი­ა­ნი სამ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზეა, მის ერთ-ერთ მე­გო­ბარს ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი უჭი­რავს. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ხვდე­ბი­ან ისი­ნი ნიკა აგი­ევს. სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბის შემ­დეგ კი, პა­კე­ლი­ა­ნიც და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბიც სა­ნა­პი­როს­კენ გარ­ბი­ან. ამ დროს თა­ი­გუ­ლი უკვე პა­კე­ლი­ანს უჭი­რავს და გა­მო­ძი­ე­ბის ვა­რა­უ­დით, სწო­რედ ამ თა­ი­გულ­ში მა­ლავს ის მკვლე­ლო­ბის ია­რაღს.

ამის შემ­დეგ ისი­ნი ტაქსში სხდე­ბი­ან, იც­ვლი­ან რამ­დენ­ჯერ­მე ავ­ტო­მო­ბილს, სა­ბო­ლო­ოდ კი და­სა­მა­ლად ნა­თე­სავ­თან წინ­წყა­რო­ში გეგ­მა­ვენ წას­ვლას. გზად ტე­ლე­ფო­ნებს ხევ­ში ყრი­ან. ად­გილ­ზე მი­სუ­ლე­ბი მას­პინ­ძელს არა­ფერს უყ­ვე­ბი­ან. ვახ­შმო­ბენ და იძი­ნე­ბენ. თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აიყ­ვა­ნა.

პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ, სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს და მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს. და­კა­ვე­ბულ­მა ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარი თქვა. გა­მოჰ­კი­თხეს მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბიც. "კუ­რი­ე­რი P.S-მა" ერთ-ერთი მათ­გა­ნის, ნი­კო­ლოზ ბუ­ა­ჩი­ძის ჩვე­ნე­ბა მო­ი­პო­ვა, სა­დაც საქ­მის ფი­გუ­რან­ტი მომ­ხდა­რის გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ას აღ­წერს.

"სან­დრო პა­კე­ლი­ან­მა მი­თხრა, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე ყვა­ვი­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად გავ­ყო­ლო­დი, რად­გან ნათ­ლი­ის­თვის გა­ეზ­გავ­ნა. მი­ვე­დით, ვი­ყი­დეთ ყვა­ვი­ლე­ბი და წა­ვე­დით ორ­ბე­ლი­ან­ზე. გა­ვი­გო­ნე გი­ნე­ბის ხმა, და­ვი­ნა­ხე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ძირს იწვა და მას­თან ახ­ლოს იდგა სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნი. და­ვი­ნა­ხე, რომ მას დანა ეჭი­რა, ავუქ­ნიე ხელი, რომ სან­დროს­თვის არა­ფე­რი და­ე­შა­ვე­ბი­ნა" - ამ­ბობს ის ჩვე­ნე­ბა­ში.

მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მოკ­ლუ­ლი ნიკა აგი­ე­ვის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა, ბრალ­დე­ბას კი დუ­მი­ლით უპა­სუ­ხა. რო­გორც შვილმკვდა­რი დედა "კუ­რი­ე­რი P.S-ს" უყ­ვე­ბა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ზე ირო­ნი­უ­ლად მო­იქ­ცა.

"ბავ­შვი მოკ­ლა და ვი­ზი­ა­რე­ბო, ოჯახს უთხრა... ჩემი ვა­რა­უ­დი არის, რომ ამ მკვლე­ლო­ბის­თვის სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნი ემ­ზა­დე­ბო­და. 2 წლის წი­ნაც ჰქონ­დათ მცდე­ლო­ბა, სულ ბუ­კე­ტით დარ­ბოდ­ნენ, იქ მა­ლავ­დნენ და­ნას. უბ­რა­ლოდ მა­შინ ვერ მო­ა­ხერ­ხეს. გულ­ში ჰქონ­და, ფე­ხებ­ში და მუ­ცელ­ში ჰქონ­და დანა ჩარ­ტყმუ­ლი. არ­ტე­რი­ე­ბიც ჰქონ­და გა­დაჭ­რი­ლი. ჩემი მო­თხოვ­ნაა, რომ ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭოს ამ ამ­ბავს", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა