თეგებით ძიება

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი შეუერთდა

"ახა­ლის“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ ნიკა გვა­რა­მი­ას პო­ლი­ტი­კურ გუნდს ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე მაია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდა. ამის თა­ო­ბა­ზე ნიკა გვა­რა­მი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლა ერ­თობ­ლი­ვი ფოტო მი­ნა­წე­რით: "გა­მარ­ჯო­ბა ახა­ლო“.

შე­გახ­სე­ნებთ, მაია კო­პა­ლე­იშ­ვილს მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­მო­სა­მარ­თლო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. იყო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­სა­მარ­თლე და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის თავ­მჯდო­მა­რე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი.

მუ­შა­ობ­და სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში, იუს­ტი­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე.

ის წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბი­ში­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყო - სა­სა­მარ­თლომ პრე­ზი­დენ­ტის უცხო­ურ ვი­ზი­ტებ­ში მთა­ვა­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე წას­ვლა კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნია, თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ პარ­ლა­მენ­ტში სა­ჭი­რო 100 ხმა ვერ მო­აგ­რო­ვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა