"ბავშვი მოკლა... გულში, ფეხებში და მუცელში ჰქონდა დანა ჩარტყმული..." - ვრცელდება თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის ამსახველი სათვალთვალო კამერის ჩანაწერები
25 იანვარს თბილისში მკვლელობა მოხდა. ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი, ნიკიტა აგიევი, სასიკვდილოდ დაჭრეს. აგიევი კლინიკაში მიყვანამდე, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
რა მოხდა 2 თვის წინ თბილისის ცენტრში - გახმაურებულ საქმეზე "კურიერი P.S-მა" ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ირკვევა, 25 იანვრის საღამოს ნიკა აგიევი მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც თავს დაესხნენ. კონკრეტული პირი მას დანას რამდენჯერმე ურტყამს.