თეგებით ძიება

"ორი ნიკა, ორი "მამალი ნაცი“ ერთიანდება 4 ნომრის ქვეშ და ერქმევათ "ახალი ნაცები“ - ირაკლი ზარქუა

ორი ნიკა, ორი „მა­მა­ლი ნაცი“ ერ­თი­ან­დე­ბა 4 ნომ­რის ქვეშ და ერ­ქმე­ვათ "ახა­ლი ნა­ცე­ბი" - ეს პირ­და­პირ ურტყამს ჩემს "ხა­ბეს“, "კა­რე­ნოი" "ნა­ცებს", იმი­ტომ, რომ მათი ხმე­ბი მი­აქვთ, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ მე­ლია-გვა­რა­მი­ას გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მათ რა სა­ხე­ლიც არ უნდა და­ირ­ქვან, მა­ინც "მწვა­ლე­ბელ­თა და "ლუ­ზე­რე­ბის" ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას ვე­რას­დროს ეღირ­სე­ბი­ან".

"14:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა ბრი­ფინ­გი, სა­დაც შე­ერ­თდე­ბა ორი ცნო­ბი­ლი "ნაცი", ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი, იქ­ნე­ბი­ან სა­არ­ჩევ­ნო ნომ­რით 4 და სა­ხე­ლი ექ­ნე­ბათ "ახა­ლი ნა­ცე­ბი". ეს იქ­ნე­ბა მათი ახა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, აქ რამე სი­ახ­ლე არ ყო­ფი­ლა. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ქარ­თველ ხალ­ხს ვერ მო­ა­ტყუ­ე­ბენ ვერც ამ უაზ­რო კამ­პა­ნი­ით, თით­ქოს ემიჯ­ნე­ბი­ან "ნა­ცებს". ვინ ემიჯ­ნე­ბა? ახა­ლი სა­ხე­ე­ბი არი­ან თურ­მე გვა­რა­მია და მე­ლია. ორი ნიკა, ორი მა­მა­ლი "ნაცი" და ერ­თი­ან­დე­ბი­ან ახა­ლი ლო­გოს, ახა­ლი ნომ­რის ქვეშ და ერ­ქმე­ვათ "ახა­ლი ნა­ცე­ბი". ეს პირ­და­პირ ურტყამს ჩემს "ხა­ბეს". პირ­და­პირ ურტყამს "კა­რე­ნოი" "ნა­ცებს", იმი­ტომ, რომ მათი ხმე­ბი მი­აქვთ. ეტყო­ბა რა­ღა­ცა ვერ გა­იყ­ვეს. მთა­ვა­რი დე­ტა­ლი რაც არის მანდ - "კე­ზე­რას" ფულს ვინ მი­ით­ვი­სებს? მთა­ვა­რია ახლა, ის ადა­მი­ა­ნი ვის და­ა­ფი­ნან­სებს - ორი­ვეს ერ­თად, ცალ-ცალ­კე თუ მი­აგ­დე­ბენ და მი­ა­ტო­ვე­ბენ ამ "კა­რე­ნოი" "ნა­ცებს"? ვინ იცის? ერთი მთა­ვა­რი რამ ვი­ცით ჩვენ ყვე­ლამ, რომ ესე­ნი ეს ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი, რა სა­ხე­ლიც არ უნდა და­ირ­ქვან, "ნა­ცე­ბი", "ნე­ო­ნა­ცე­ბი" და "ახა­ლი ნა­ცე­ბი", მა­ინც იქ­ნე­ბი­ან მწვა­ლე­ბელ­თა გილ­დი­ის ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ლუ­ზე­რე­ბის" ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ვე­რას­დროს ეღირ­სე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას," - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა