თეგებით ძიება

"მე და ნიკა მელია ვიქნებით თანათავმჯდომარეები. ხელმძღვანელი ვინ იქნება, ამას ხალხი გადაწყვეტს" - გვარამია

აბსოლუტური მითი აღმოჩნდა ის, რომ პოლიტიკა არავის აინტერესებს, რომ პოლიტიკაში ხალხი არ მოდის. მოდის მეგობრებო, მთავარია დავუძახოთ, დავუძახოთ სწორად და მივცეთ შესაძლებლობები. ფასადად კი არ დავაყენოთ - გვჭირდება, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ და შეცვალონ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არამედ არსებული პოლიტიკური ელიტაც, რომელიც ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე მოძველდა, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, პარტიის მიზანია, რომ ამომრჩეველმა „გაიგოს რას ნიშნავს კოალიცია“.

„შეიძლება ჩვენ ვართ ამ პარტიის ორი ლიდერი, ორი ნიკას პარტია დაერქვა ამას, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენთან არიან ძალიან წარმატებული, შემდგარი, ამბიციური, წესიერი ადამიანები. 

მე და ნიკა ვიქნებით თანათავმჯდომარეები, მაგრამ ეს არის სრულად ფორმალური მხარე ამ საკითხის იმიტომ, რომ ეს ხელმეორის საკითხამდე დადის კანონმდებლობის თანახმად. მაგრამ ამ პარტიის მთავარი ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს, იქნება პოლიტიკური საბჭო, პარტიის პარლამენტი.

ხელმძღვანელი ვინ იქნება ჯერ არ ვიცით. ამაზე ვმსჯელობთ, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ამას მე და ნიკა ვერ გადავწყვეტთ და არ გადავწყვეტთ. ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და ჩვენს პარტიაში თუ არ არის მთავარი მმართველი ორგანო პარლამენტი, მაშინ ჩვენ ხალხს ვერ ვეტყვით იმას, რომ ვართ მზად, იმისათვის რომ პარლამენტმა მართოს ქვეყანა. ეს ასე არ არის. ნახეთ, რომ ჩვენი პარტიის სახელი არის ახალი ერთობა. დიახ, ეს არის ერთობა, ერთგვარი ორი გუნდისგან შემდგარი ერთობა. ჩვენ მოგვწონს კოალიციურობა, სხვებსაც ველოდებით ამ ყველაფერში. გვინდა, რომ ამომრჩეველმა, რომელმაც ჯერ არ იცის რას ნიშნავს კოალიცია და ისე აეწყო, რომ საქართველოში ჯერ არავინ არ იცის, წინსწრებად ვაჩვენოთ როგორ მუშაობენ ადამიანები ერთად, როგორ შეუძლიათ, მიუხედავად მცირე განსხვავებისა, ერთ და სწორ მიზანზე, მომავალზე ორიენტირების პირობებში, ერთიანად მიიღონ უკეთესი და უფრო სწორი გადაწყვეტილებები, ვიდრე ამას დამოუკიდებლად მიიღებდნენ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე განცხადებით, პარტია „ახალის“ ყრილობა მომავალ თვეს, აპრილში გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა