თეგებით ძიება
11. 03. 2024 მსოფლიო

Instagram-ს ახალი ფუნქცია ემატება

Instagram-ს პირადი შეტყობინებების ველში მინი თამაშის ფუნქცია ემატება. სათამაშოდ საჭიროა, ნებისმიერი ემოჯი გააგზავნოთ, შემდეგ კი შეეხოთ და ეკრანი შესაბამის ინტერფეისად გარდაიქმნება. ეს განტვირთვის სწრაფი გზაა, ვიდრე მომხმარებელი პასუხის მოლოდინშია. 

რეალურად, თამაშში არაფერია განსაკუთრებული და არც რაიმე სიუჟეტური განვითარება აქვს. ის Pong-ის ვარიაციას წარმოადგენს, სადაც კონკრეტული ემოჯის დაჭერაა საჭირო, რათა უსასრულო სივრცეში არ ჩავარდეს. ეს სახალისო გამოწვევა კარგი საშუალებაა დროის გასაყვანად.

ამ ეტაპზე ყველას არ აქვს თამაშზე წვდომა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეს ფუნქცია ტესტირების ეტაპზეა და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვისაა  ხელმისაწვდომი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა