თეგებით ძიება

უკრაინაში მებრძოლი ლევან ფიფიას ბანერის დაზიანების უკან პრორუსული ძალები და "ქართული ოცნება" დგას - გია ხარჩილავა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას, ბანერის დაზიანების გამო, წალენჯიხაში დღეს აქცია გაიმართა. ადგილობრივები დაბა ჯვარში, ფიფიას ბანერთან შეიკრიბნენ. აქციაზე მივიდა წალენჯიხის მერიც.

გია ხარჩილავა დარწმუნებულია, რომ ეს ქმედება ხელისუფლების  მიერ წახალისებულმა მოძალადეები ჩაიდინეს.

"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის პრორუსული ძალები, ხოლო მათ უკან დგას ქართული ოცნება. მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ ომში რუსეთის გამარჯვებას და უკრაინის დამარცხებას, რადგან თავისუფლებისთვის მებრძოლი  უკრაინის და საქართველოს გამარჯვების შემთხვევაში, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩამოიშლება არამხოლოდ პუტინის რეჟიმი, არამედ მისი სატელიტი ავტორიტარული რეჟიმები" ამბობს გია ხარჩილავა. 

შეგახსენებთ, წალენჯიხაში, ჯვარში, უცნობმა პირებმა უკრაინაში მებრძოლი ქართველის ბანერს წითელი საღებავი შეასხეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა