თეგებით ძიება
11. 03. 2024 მსოფლიო

მე და ჯო ბაიდენი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ, ვერ დავუშვებთ, რომ გადარჩეს - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის შეთანხმდა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯი ბაიდენთან, რომ „ჰამასის“ განადგურება აუცილებელია, ეს კი რაფაჰში შესვლის გარეშე შეუძლებელია.

მისი თქმით, რაფაჰში „ჰამასის“ ძალების ხელშეუხებლად დატოვება ისრაელისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.

„მე და აშშ-ის  პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ. „ჰამასის“ ტერორისტული არმიის მეოთხედს რაფაჰში ვერ დავტოვებთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ „ჰამასი“ გადარჩეს. ჩვენ მუხრუჭიდან ფეხს არ ავიღებთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი გამარჯვებასთან ახლოს არის და „ჰამასის“ ლიდერებს შორის რიგით მეოთხე პირი უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენი სამის ლიკვიდირებაც მალე მოხდება.

„თუ „ჰამასი“ ფიქრობს, რომ ჩვენ შორის დისტანცია არსებობს, ეს სიტუაციას არ ეხმარება. თანხმობა კი ომის ძალისხმევას, გამარჯვების მიღწევასა და მძევლების გათავისუფლებას ხელს უწყობს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა