ქეით მიდლტონმა მისი ბოლო ფოტოს გარშემო შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა
მსოფლიოს წამყვანი გამოცემები, როგორებიცაა AFP, Associated Press, Reuters და Getty Images ქეით მიდლტონის ბოლოს გავრცელებული ფოტოს ავთენტიკურობას ეჭვქვეშ აყენებენ. ამ საერთაშორისო გამოცემებმა ქეით მიდლტონის და მისი შვილების ფოტო თავიანთი ვებგვერდებიდან აიღეს, რადგან მათი აზრით, ფოტო შესაძლოა ციფრული მანიპულაცია იყოს.
საერთაშორისო გამოცემები ყურადღებას ამახვილებენ პრინცესა შარლოტას მარცხენა ხელის შეუსაბამო პოზიციაზე. სხვა მედიები ასევე ხაზს უსვამენ პრინც ლუისის და ჯორჯის ხელების მდგომარეობებს და ჩრდილების არაბუნებრიობას ქეითის და შარლოტის თმაზე.
ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელში მის ბოლოს გავრცელებულ ფოტოზე შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა.
"როგორც სხვა ბევრი მოყვარული ფოტოგრაფი მეც ხანდახან ვატარებ ექსპერიმენტებს ფოტოების დამუშავებაზე. მსურს ბოდიში მოვიხადო ყველა გაუგებრობისთვის, რაც გუშინ გავრცელებულმა ფოტომ გამოიწვია" - წერს უელსის პრინცესა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).