შვეიცარიის ალპებში ხუთი დაკარგული მოთხილამურის ცხედარი იპოვეს
შვეიცარიის ალპებში ხუთი დაკარგული მოთხილამურის ცხედარი იპოვეს. მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ზღვის დონიდან 3 706 მეტრის სიმაღლეზე, მთა ტეტ-ბლანშზე მიმდინარეობდა, - ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ყველა დაღუპული შვეიცარიელია. სამაშველო ოპერაცია 3 დღე გრძელდებოდა. ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ სამუშაოს "ძალიან ძლიერი ქარი, თოვა, ზვავსაშიშროება და ნულოვანი ხილვადობა" ართულებდა.
კიდევ ერთ დაკარგულ მოთხილამურეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.