რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ
რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს "საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი - 2024" ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"სწავლების პრაქტიკული ნაწილი არაბეთის ზღვის, ომანის ყურის ნაწილებში ჩატარდება," - აცხადებენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ მანევრების მთავარი მიზანი საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავებაა.
დამკვირვებლის სტატუსით წვრთნებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები.