რომის პაპის განცხადების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, გამოძახების მიზეზი სწორედ რომის პაპის მიერ უკრაინაზე გაკეთებული განცხადებაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტის დროს, ელჩს შეატყობინეს, რომ უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან პაპის სიტყვებით, განსაკუთრებით კი „თეთრი დროშის“ აღმართვასთან დაკავშირებით.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევი რომის პაპისგან ელოდება ისეთ განცხადებებს, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებებს გაერთიანებისკენ, რათა შეძლონ ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვება.
უწყების ცნობით, უკრაინაში ვატიკანის ელჩს კიდევ ერთხელ შეახსენეს „მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინის სურვილი სურვილი, მიაღწიოს მშვიდობას, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული უნდა იყოს.