თეგებით ძიება

77 წლის წინ აშშ-ში კომუნიზმის შესაჩერებლად ცნობილი ტრუმენის დოქტრინა გამოაცხადეს

 1947 წლის 12 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა კონგრესში გამოსვლისას საჯაროდ გააჟღერა თავისი დოქტრინა, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, კომუნიზმის მზარდ გლობალურ ექსპანსიასთან ბრძოლის გზით.

 ტრუმენის დოქტრინა ცნობილი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგია იყო ცივი ომის პერიოდში. ტრუმენი სირთულეებს წააწყდა სსრკ-ს მხრიდან პოტსდამის კონფერენციაზე (სსრკ უარს ამბობდა დათქმულ ვადაში ირანიდან ჯარის გაყვანაზე) და ამან დააჩქარა აშშ-ს სტრატეგიის ფორმირება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმები დამყარდა. ბრიტანეთის პრემიერმა უინსტონ ჩერჩილმა ამ მოვლენებს ევროპის "რკინის ფარდით" გაყოფა უწოდა საჯარო გამოსვლაში. 

  ტრუმენის დოქტრინა იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც შეკავების პოლიტიკის კუთხით გადაიდგა, მას მოჰყვა ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ამოქმედება, რისი განხორციელებაც მარშალის გეგმითა და ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის შექმნით გახდა შესაძლებელი. ტრუმენი განმარტავდა, რომ ეს პოლიტიკური რეჟიმები, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ თავისუფალ ხალხებზე, (რაც დღესაც გრძელდება) წარმოადგენდნენ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა