თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

2025 წელს აშშ საქართველოსთვის საგარეო დახმარებას 8 მილიონი დოლარით ამცირებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს საგარეო დახმარება 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც 8 მილიონით ნაკლებია 2024 წლის მოცულობასთან შედარებით. ბიუჯეტის პროექტი კონგრესს განსახილველად გუშინ გაეგზავნა.

"საქართველო (80.0 მილიონი აშშ დოლარი): მოთხოვნა საქართველოსთვის ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გაზრდის მდგრადობას მავნე გავლენის წინააღმდეგ. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებასა და კანონის უზენაესობას; საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების წინსვლის მცდელობების მხარდაჭერას; გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გამოიწვევს სუფთა ენერგიის წინსვლას; ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის აუცილებელი რეფორმებს; გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას; გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას; დაეხმარება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში; გააძლიერებს საზღვრების უსაფრთხოებასა და ანტიკორუფციული ინიციატივების ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლა და ზედამხედველობას მთავრობაში," - წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 2022, 2023 და 2024 წლების საბიუჯეტო მოთხოვნებში, სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავდა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა