ეგვიპტემ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავებიდან ჩაყარა
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჰაერიდან მიწოდება გრძელდება. დახმარების მორიგი პარტია ეგვიპტემ სპეციალური თვითმფრინავებიდან პარაშუტების საშუალებით ჩაყარა.
ოფიციალურმა კაირომ განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ „რამადანის დღესასწაულის დაწყებასთან დაკავშირებით, ეგვიპტე აძლიერებს ღაზის სექტორში ტონობით დახმარების ჩაშვებას“.
რაც შეეხება ესპანეთის მიერ ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის გემით გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას, ხომალდი 200 ტონა საკვებით სამი დღეა კვიპროსის პორტშია გაჩერებული. გაეროს მონაცემებით, გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ღაზის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი შიმშილის ზღვარზეა.