თეგებით ძიება

გერმანიასა და ბელგიასთან ულტიმატუმების ენით საუბარი არის ძალიან უხერხული - ხატია დეკანოიძე

ულტიმატუმების ენით საუბარი გერმანიასთან და ბელგიასთან არის ძალიან უხერხული - არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობის სტანდარტით იმ პოზიციაში იყოს, რომ პარტნიორებს ასეთი ულტიმატუმების ენით ესაუბროს, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის მიმართ საქართველოს პროკურატურის მიმართვას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ვინმე არის დამნაშავე იმაში, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ იწვევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნდობას, ეს არის "ქართული ოცნება".

"ულტიმატუმების ენით საუბარი გერმანიასთან და ბელგიასთან არის ძალიან უხერხული, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას ევროკავშირთან და არ მგონია, რომ რეალურად, ახლა საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობის სტანდარტით იმ პოზიციაში იყოს, რომ ასეთი ულტიმატუმების ენით ესაუბროს ჩვენს პარტნიორებს, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა