თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის ქალიშვილი 1000 ევროდ გაყიდა - ნახეთ, სად მოხდა შემთხვევა?

სამხრეთ აფრიკაში კელი სმიტს ბრალი ედება თავისი 6 წლის ქალიშვილის, ჯოშლინის გაყიდვაში, რომლის შესახებაც 19 თებერვლის შემდეგ არაფერია ცნობილი. პროკურატურის ინფორმაციით, ქალმა თავისი ქალიშვილი „წმინდა კაცს“ მიჰყიდა 20 000 რანდში, დაახლოებით 1000 ევროს ეკვივალენტი.

კელი სმიტი ამჟამად დაკავებულია მის პარტნიორ ჟაკინ აპოლისთან და ორ სხვა მამაკაცთან, ფუმზა სიგაკასთან და სევენო ვან რინთან ერთად, გატაცებისა და ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ქალმა სამ კაცს დაავალა, გაეყიდათ გოგონა ადგილობრივ წმინდანზე და მკურნალზე, რომელიც ადგილობრივი მედიის ცნობით, ადამიანის სხეულის ნაწილებს იყენებს მალამოების მოსამზადებლად.

სამძებრო სამუშაოებში გამოიყენეს დრონები, ძაღლები, მაგრამ პატარა გოგონას კვალს ვერ მიაგნეს.  ერთადერთი საშინელი აღმოჩენა არის სისხლიანი ტანსაცმელი. ძებნა გრძელდება და ოთხი ეჭვმიტანილი ამჟამად ციხეში იმყოფება სასამართლო პროცესის მოლოდინში.

ხოსე ემკამ, პატარა ჯოსელინის მამამ Daily Voice-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, რომ მის ქალიშვილს ცოცხლად იპოვიან. მან ასევე, მიმართა ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ მისი ქალიშვილი და სთხოვა მისი დაბრუნება. - წერს უცხოური მედია


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა