ნიკა გვარამია: "ბოლოს ასე მაშინ ვიღელვე, როცა მთავარ არხს ვაფუძნებდი..."
ნიკა გვარამიამ გუშინ საკუთარ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისთვის ამაღელვებელი დღე იყო. ცნობისთვის, 11 მარტს ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთ პოლიტიკურ პარტიაში, სახელწოდებით "ახალი" გაერთიანდნენ ნომერი 4-ის ქვეშ.
"ბოლოს ასე მაშინ ვიღელვე, როცა მთავარ არხს ვაფუძნებდი 2019ში. მაშინ 19 დღეში ახალმა გუნდმა დავდეთ გამარჯვების ფორმულა.
ახლა მეორედ მაქვს ახალი დასაწყისი, და ისევ ფანტასტიურ გუნდთან ერთად, და ისევ დავდებთ გამარჯვების ფორმულას!
გამოვიდა ერთხელ, გამოვა მეორედაც!"-წერს სოციალურ ქსელში გვარამია.