თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

ზელენსკი: "რუსეთის შეტევა შეჩერებულია"

   უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ჟურნალისტებთან  საუბრისას განაცხადა, რომ ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს ზამთარში იყო. წინა თვესთან შედარებით ახლა ზელენსკი სიტუაციას უფრო დადებითად აფასებს: "ჩვენ სირთულეები გვქონდა საარტილერიო საბრძოლო მასალის ნაკლებობის, საჰაერო ბლოკადის, რუსული შორი მოქმედების იარაღისა და რუსული დრონების მაღალი სიმჭიდროვის გამო. ახლა მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში იყო." 

 ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ "რუსეთის შეტევა შეჩერებულია" და მისი არმია "კარგავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალების დიდ რაოდენობას." თუმცა, მისი თქმით, სიტუაცია შეიძლება "ერთ თვეში ან კვირაში" შეიცვალოს, თუ უკრაინის არმია საკმარის მხარდაჭერას არ მიიღებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა