"მარტის ცვალებადი ამინდები იწყება..." - ამინდი მკვეთრად შეიცვლება
"16 მარტიდან, საქართველოში ამინდი ისევ იცლება.“, - ამის შესახებ "პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
"15 მარტამდე თბილი და მზიანი ამინდები იქნება. 16 მარტიდან კი, იქნება წვიმა ელჭექით და ტემპერატურა იკლებს. 16-17 დაიკლებს ტემპერატურა და ქარი გაძლიერდება. 18-19 მარტს, ისევ მოიმატებს, ხოლო 20-21 მარტს, კვლავ დაიკლებს 15 გრადუსამდე. მოსალოდნელია უმეტეს რაიონში 17 გრადუსი. მარტს როგორც შეეფერება, ისეთი ამინდები გვექნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, მაქსიმალური ტემპერატურა, 21 გრადუსი იყოს“, - განაცხადადოდო გვაზავამ.