თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

ინდონეზიური ბოინგის მფრინავებს რეისის დროს ნახევარი საათი ეძინათ

ინდონეზიის ხელისუფლება გამოძიება დაიწყო ავიაკომპანია Batik Air-თან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Airbus A320-ის ორივე მფრინავს რეისის დროს ჩაეძინათ.

როგორც BBC-ი იუწყება, თვითმფრინავი კუნძულ სულავესიდან ჯაკარტაში მიფრინავდა. ინციდენტი 25 იანვარს მოხდა. გამოძიების დასრულებამდე, ორივე პილოტს მუშაობის უფლება შეუჩერდა.

როგორც ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროში განმარტავენ, საჰაერო ხომალდის 32 წლის კაპიტანმა აფრენიდან ნახევარ საათში მეორე მფრინავს სთხოვა, რომ დასვენება სჭირდება, მართვა გადააბარა და დაიძინა.

28 წლის მფრინავმა, რომელსაც მართვა უნდა გაეგრძელებინა, ასევე ჩაეძინა. მოგვიანებით მან ეს საქციელი იმით ახსნა, რომ ცოლს ახალშეძენილი შვილის მოვლაში ეხმარებოდა.

როგორც ირკვევა, ჯაკარტიდან ავიადისპეტჩერები მფრინავებთან დაკავშირებას 28 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გაღვიძების შემდეგ, კაპიტანმა აღმოაჩინა, რომ ხომალდმა კურსს უმნიშვნელოდ გადაუხვია. საბოლოოდ, მფრინავებმა დისპეტჩერებს უპასუხეს და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა