თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

რატომ მოუხადა ბოდიში საზოგადოებას კეიტ მიდლტონმა?

სამეფო ოჯახის ფანები კეიტ მიდლტონს ფოტოშოპის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Page Six ავრცელებს.

კეიტ მიდლტონმა კლინიკაში ყოფნის შემდეგ პირველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ბავშვებთან ერთად არის აღბეჭდილი.

„დეილი მირორის“ ჟურნალისტმა რუბი ნალდერტმა X-ზე ფოტოსთან დაკავშირებით თავისი თეორია დაწერა, რომლის მიხედვითაც მიდლტონს ფოტოში სახე 2016 წლის Vogue-ს გამოცემის ფოტოებიდან ჰქონდა ჩასმული.

ფოტო რამდენიმე საათში 3 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა ნანახი.

კეიტ მიდლტონმა ფოტოშოპის გამოყენება აღიარა და საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადა.

„ისევე, როგორც ბევრი არაპროფესიონალი ფოტოგრაფი, მეც ვცდილობ ხოლმე ფოტოების გაკეთებას. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას იმ გაუგებრობისთვის, რომელიც ჩვენმა საოჯახომ ფოტომ გამოიწვია“, - დაწერა უელსის პრინცესამ პრინცისა და პრინცესის X-ის ოფიციალურ გვერდზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა