თეგებით ძიება

უკრაინა კრიმინალების თავშესაფრად იქცა - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძის თანაგუნდელების მსგავსად იმეორებს, რომ უკრაინა წლების განმავლობაში "კრიმინალების თავშესაფრად იქცა". მისივე თქმით, არაა დარწმუნებული, რომ უკრაინული მხარე საქართველოს დამნაშავეებს გადმოსცემს. 

"არ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინის მხარე საქართველოს გადმოსცემს დამნაშავეებს, რომელზეც თქვენ საუბრობდით, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ, უკრაინა იქცა თავშესაფრად კრიმინალების. 

ასევე, ძალიან ცუდი იყო ევროპულ ქვეყნებში იმ კრიმინალების ვიზიტები, რომლებსაც კონკრეტული მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე, შესაბამისად, ესეც აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს", - თქვა კახა კალაძემ. 

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა