თეგებით ძიება

რამდენი იყო საშუალო ხელფასი სსრკ-ში და როგორი იყო სამუშაო გრაფიკი?

სსრკ-ში საშუალო ხელფასი მოკავშირე რესპუბლიკების, წლებისა და რათქმაუნდა პროფესიების მიხედვით განსხვავდება. საბჭოთა კავშირში კანონით იყო დადგენილი მინიმალური ხელფასი და მისი გადახდა ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო იყო, ისევე როგორც საარსებო მინიმუმი. გეგმიური ეკონომიკის ფარგლებში ფიქსირებული იყო პროდუქციის ფასებიც.

 1950-იან წლებში „სამამულო ომის“ შედეგად საბჭოეთში რთული ეკონომიკური ვითარება იყო. საშუალო ყოველთვიური ხელფასი კი მხოლოდ 50-70 მანეთი.

 1960-იან წლებში მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, 1965 წელს შემოღებულ იქნა საარსებო მინიმუმი ერთ ზრდასრულ ადამიანზე 40 რუსული მანეთის ოდენობით, მინიმალური ხელფასი კი მასზე 1.5-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო და 60 მანეთით განისაზღვრა, საშუალო ხელფასი კი 90 მანეთის ფარგლებში იყო. კონკრეტულად: ქარხანა-ფაბრიკის მუშები თვეში დახ. 100 მანეთს იღებდნენ, კოლმეურნეობის თანამშრომლები 75 მანეთს, ჯანდაცვაში 80-ს, ხოლო განათლების სფეროში 70-ს.

 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირმა სოციალური კეთილდღეობის ყველაზე მაღალ ხარისხს მიაღწია (ძირითადად ნავთობის ფასის გლობალური ზრდის ხარჯზე). 1975 წელს საარსებო მინიმუმი თვეში 50 მანეთი იყო, მინიმალური ხელფასი 70 მანეთი და საშუალო ხელფასი 120 მანეთი. წარჩინებული სტუდენტები თვეში 40 მანეთს იღებდნენ. 1980 წელს საბჭოთა საქართველოში ეს ციფრი 145 მანეთამდე გაიზარდა. კოლმეურნეობაში დასაქმებულები 110 მანეთს იღებდნენ.

 1980-იან წლებში ეკონომიკა სტაგნაციაშია, ხოლო მეორე ნახევარში სწრაფ დაღმასვლას იწყებს. გაიზარდა ხელფასები თუმცა მასთან ერთად ფასებიც. 1989 წლისთვის საშუალო ხელფასი თვეში 180-200 მანეთი იყო.

 საბჭოთა მუშათა კლასი ქარხანა-ფაბრიკებში მუშაობას დილით 6-7 საათზე იწყებდა. ოქტომბრის რევოლუციამდე ხალხი კვირაში 6 დღე, დღეში 12 საათი მუშაობდა, ხოლო 1918 წელს კვირაში 6 დღე, 8 საათიანი გრაფიკი შემოიღეს ანუ კვირაში 48 საათი. მოგვიანებით ის სტანდარტულ 41 საათიან სამუშაო კვირად შეიცვალა. სამსახურები ორშაბათიდან-პარასკევამდე დილის 9 დან, შუადღის 4-მდე, ხოლო შაბათს 3 მდე მუშაობდა. 1967 წლის მარტში 6 დღიანი კვირა, 5 დღიანად შეიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა