თეგებით ძიება

„რეალურად ნაცმოძრაობის ალტერნატივაა შესაქმნელი და არა „ქართული ოცნების“, თუ ასე მოხდა ოცნებას ძალიან ცუდად აქვს საქმე“ - დავით ზურაბიშვილი

„რეალურად ნაცმოძრაობის ალტერნატივაა შესაქმნელი და არა „ქართული ოცნების“, თუ ასე მოხდა ოცნებას ძალიან ცუდათ აქვს საქმე“ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-სთან ანალიტიკოსმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ წევრს დავით ზურაბიშვილს ესაუბრა და მოახლოებულ არჩევნებზე კითხვები დაუსვა.

„გამომდინარე იქიდან რა სიტუაციაცაა  ახლა ოპოზიციაში, რეალურად ოცნების ხელისუფლებას საფრთხე არ ემუქრება. ნაციონალური მოძრაობა რჩება ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ ძალად, თუმცა ისიც დაზიანებულია. სხვა დანარჩენები ძალიან ჩამოუყალიბებლების შთაბეჭდილებას ტოვებენ, არჩევნებამდე კი ცოტა დრო რჩება. ოპოზიციაში არის სირთულეები, არიან ისეთები რომელთაც მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა უნდათ, შეიძლება იყვნენ ისეთები რომლებსაც 1%-იანი ფინანსური ბარიერი აინტერესებთ და ამ გზით ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვება“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკაში პროგნოზების გაკეთება რთულია და დაზღვეულნი არ ვართ მოულოდნელობებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასაარჩევნო სურათი შეცვალონ. 

 „2020 წელს ქართული ოცნება ელოდა, რომ 60%-მდე ხმებს მიიღებდა ეს ალბათ შიდა კვლევებს ეფუძვნებოდა. არჩევნებამდე 1 თვით ადრე ოპოზიციის რეიტინგი თითქმის 0-ზე იყო დასული. თუმცა ბოლო კვირებში პანდემიის მასშტაბებმა მიაღწია პიკს და ასე ვთქვათ ხელიდან გაექცათ მართვა. ამ გაუთვალისწინებელმა მოვლენამ გამოიწვია ხელისუფლების საწინააღმდეგო ხმების ზრდა და ალბათ ერთი 10% დაკარგეს. ასეთ რამეებს ვერ გათვლი პოლიტიკაში“, - იხსენებს დავით ზურაბიშვილი.

 „შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თუ ბარიერს მიღმა დარჩა ყველა ნაციონალური მოძრაობის გარდა, 40%-ზე ნაკლები დასჭირდეს უმრავლესობისთვის. მოქალაქეთა კავშირმა 1995 წელს 24% მიიღო და უმრავლესობა შექმნა პარლამენტში.  ოპტიმისტურად არ ვარ. ლელომ 5% თუ აიღო კარგია, გახარიასაც აქვს შანსი. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ხელისუფლება განსაკუთრებით იქნება მობილიზებული, ალბათ ეცდება შიგნით შეუქმნას პრობლემები. მელია გვარამიასთან ერთად იქნება, ნაც. მოძრაობა 2, თავად გვარამიას იმიჯი იმდენად ნაცურია რომ მისგან ვერ განთავისუფლდება. მელია ამ შემთხვევაში ზეპარტიულად ვერ შეძლებს წარმართოს პოლიტიკა“-ამბობს ზურაბიშვილი, რომელსაც მიაჩნია რომ მელია გვარამიას გარეშე მეტი შანსი ჰქონდა შეენარჩუნებინა ნაციონალური მოძრაობის ხმების გარკვეული ნაწილი და მიეღო ე.წ. „შუაშისტების“ ხმებიც.

 თუ ხელისუფლება ლეგიტიმურად შეინარჩუნა ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ ყველაფერი ისევ ასე გაგრძელდება, ერთადერთი შეიძლება დასავლეთი ბიძინასთან რაღაც გარიგებებზე წავიდეს და თვალი დახუჭოს ხოლმე რაღაცებზე. ხელისუფლებას ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს არჩევნებისთვის, მათ შორის უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი. რეალურად ნაც. მოძრაობის ალტერნატივაა შესაქმნელი და არა ქართული ოცნების, თუ ასე მოხდა ოცნებას ძალიან ცუდათ აქვს საქმე. ოპოზიციაში უნდა შეიქმნას ნაც. მოძრაობის ალტერნატივა, დაახლოებით თანაზომადი ძალა“-ამტკიცებს ზურაბიშვილი. მისი აზრით თუ სხვა ოპოზიციური ძალა იარსებებს რომელიც ნაციონალურ მოძრაობაზე ძლიერი იქნება, ხელისუფლების შეცვლა გამარტივდება.

 „ივანიშვილისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება, ის არ არის მიზანთროპი ავტორიტარი. ვფიქრობ პრო-რუსული რიტორიკა შესუსტდება და ეცდება დასავლეთთან გარიგებაზე წავიდეს არჩევნების შემდეგ. თუმცა თუ უკრაინაში რუსეთმა წარმატებას მიაღწია პირიქით გააძლიერებს პრო-რუსობას, მაგრამ არამგონია დასავლეთმა დაუშვას უკრაინის მარცხი“ - ამბობს ზურაბიშვილი.

ესაუბრა: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა