ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი – სიტყვის პატრონი - გიორგი ბოტკოველი
"ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი და თავისი სიტყვის პატრონი - და არა ისეთი მატყუარა და გადამგდები, როგორიც ბიძინა ივანიშვილის პარტია და მთელი მისი შემადგენლობაა. ხელისუფლება, რომელიც იმ დაპირებებით მოვიდა, რომ მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება უნდა ჰქონოდა - დღეს კი ვხედავთ გაღარიბებულ ხალხს, საწვავსა და პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს.
ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ ემსახურება, დამარცხებას იმსახურებს. მინდა, მამუკა მდინარაძესა და მთელ ქართულ ოცნებას მივმართო: ისინი ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული არიან. უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება არჩევნებზე დადასტურდება, როცა ივანიშვილის პარტიის მმართველობა დასრულდება." - ასე უპასუხა ენმ-ის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას. მდინარაძე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ნაცი ყოველთვის ნაცი იქნება და მათი გადანაცვლება ვერასოდეს მოხდება.