თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

დღეისთვის რუსეთი ჩვენი ერთადერთი ფანჯარაცაა მსოფლიოში - ასლან ბჟანია

დღეისთვის რუსეთი ჩვენთვის ერთადერთი ფანჯარაა მსოფლიოში. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისი თქმით, „აფხაზეთს ჰყავს მეგობრები“.

“ოკეანეში ჩაკარგული კუნძული არ ვართ, რომელიც ბუნების სტიქიურ ძალებთან ერთი-ერთზეა დარჩენილი. დამოუკიდებელ აფხაზეთს ჰყავს მეგობრები, თუნდაც ისინი არც ისე დიდი რაოდენობით არიან, ჰყავს მეზობლები და მოკავშირეები, და მათ შორის არის ქვეყანა, რომელიც ერთდროულად ჩვენი საუკეთესო მეგობარია, საუკეთესო მეზობელია, ხოლო დღეისთვის ჩვენი ერთადერთი ფანჯარაცაა მსოფლიოში. ეს რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი თვითგამორკვევის უფლება, საკუთარ სახლში ცხოვრების და საკუთარ ენაზე საუბრის, საკუთარი კულტურისა და ეკონომიკის განვითარების უფლება,” - განაცხადა ბჟანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა