თეგებით ძიება

ჭამის შემთხვევაში ცხოველი იღუპება 1-2 საათში.. რატომ არის მზიურში ამ საშიში მცენარის კორომები - ქეთა გაბუნია

კლუ­ბის "მტკვარ­ზე" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ქეთა გა­ბუ­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ თბი­ლი­სის ერთ-ერთ პარკში სა­ში­ში მცე­ნა­რე­ე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი.

რამდენიმე თვის წინ, ვეტერინარების და ცხოველების პატრონების და ცხოველმოყვარულების მხრიდან ატყდა პანიკა, ბუნებაში უცბად მოწამლული და გარდაცვლილი ძაღლების შემთხვევების შესახებ. 

მაშინ ამტკიცებდნენ რომ ძაღლებმა დამარხული ნარკოტიკი ჭამეს )) 

ნარკოტიკის შავი ბაზარი და მისი უსაზღვრო მოხმარება რომ უდიდესი პრობლემაა, ამაზე არავინ დაობს, თუმცა მაშინვე ვიცოდი რომ სრული აბსურდი იყო ეს და საქმე სხვა რამეში იყო. 

პირველი მცენარე არის ეფედრა, იგივე ცხენისმუხლა, რომელიც უკიდურესად ტოქსიკურია და ველურად არის გავრცელებული მთაწმინდის, კუს ტბის, ნუცუბიძის და თბილისის ზღვის ფერდობებზე. ყვავის ყვითლად და მძაფრი სურნელით. 

მეორე არის ოლეანდრა, რომელიც ასევე ძალიან ძალიან ტოქსიკურია და ხელოვნურად არის გაშენებული ჩვენს პარკებში. რატომ არის მზიურში ამ საშიში მცენარის კორომები გაშენებული, რომელიც ბავშვებისთვისაც საშიშია, ეგ ცალკე ამბავია. 

ორივეს ჭამის შემთხვევაში ცხოველი იღუპება 1-2 საათის ვადაში, თითქოს დარიშხანი ამ თაგვის წამალი ქონდეთ ნაჭამი. 

ვეტერინარებს ევალებათ ჰქონდეთ ცოდნა ასეთი მცენარეების შესახებ და გააფრთხილონ პატრონები რომ მოარიდონ მათ, არ დარგონ თავის ეზოებში და სადაც ისინია, არ ასეირნონ ან საბელზე ყავდეთ. 

.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა