თეგებით ძიება

გორში, დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, 19 წლის ბიჭი დააკავეს

გორის ერთ-ერთ სოფელშ,ი დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ფონზე მოხდა, დედამ პოლიცია გამოიძახა, - "იჩხუბეს და დედამისმა პოლიცია გამოიძახა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, როგორც ვიცი. ძალიან კარგი ბიჭია სოფელი ჩავუდგებით თავდებში, რომ ცუდს არაფერს იზამს", - ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი.

ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა