თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების რეპროდუქციული მასალის კონსერვაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების რეპროდუქციული მასალის პრეზერვაციის (იგივე კონსერვაცია, შენახვა) შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ უკრაინული მედია უმაღლეს რადაზე დაყრდნობით წერს.

ზელენსკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კანონპროექტის შემუშავების უმთავრესი მიზანი უკრაინელი ერის გენოფონდის შენარჩუნებაა.

დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო პირი გარდაიცვლება, სახელმწიფო მის რეპროდუქციულ მასალას, უსასყიდლოდ, 3 წლის განმავლობაში შეინახავს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ბიოლოგიური მასალის განაყოფიერებისთვის არგამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, მისი შემდგომი შენახვის ხარჯები იმ ადამიანმა გაიღოს, ვისაც სამხედრო პირი გარდაცვალებამდე ხელმოწერილ შესაბამის განცხადებაში მიუთითებს.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა