თეგებით ძიება

მიშას ხმებს ვერ წაიღებს ვერავინ - გუბაზ სანიკიძე

„მიშას ხმებს ვერ წაიღებს ვერავინ,“ - ასე პასუხობს გუბაზ სანიკიძე კითხვას „ახალი“ წაიღებს თუ არა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებს.

როგორც სანიკიძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის ხმები, სააკაშვილის ხმებია“. რაც შეეხება „ახალს“, სანიკიძე ამბობს, რომ მელია და გვარამია „ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტს შექმნიან, რომელიც პოლიტიკურ ველზე ძალიან სერიოზულ როლს ითამაშებს“.

„აქამდე, როცა ნიკა მელია იყო თავმჯდომარე, მას შეიძლება მისი პერსონალური მომხრეები ჰყავდა, მაგრამ დღევანდელი დღის მონაცემებით, როცა მოხდა განპობა, გაყოფა, ნაციონალური მოძრაობის ხმებს, რასაც ვეძახით, ის სინამდვილეში არის მიხეილ სააკაშვილის ხმები. ვინ შეიძლება იყოს ნიკას და ნიკას ამომრჩეველი - ის ამომრჩეველი, რომელიც არის შუა ამომრჩეველი, რომელიც არც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას და არ აპირებს ხმის მიცემას და როგორც ჩანს, არც ენმ-ს აპირებს ხმების მიცემას,“ - ამბობს სანიკიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა