თეგებით ძიება

სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც ქალი ორჯერ გააუპატიურა და 300 დოლარი მოსთხოვა - სად მოხდა შემთხვევა?

შეერთებულ შტატებში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს თვითგამოცხადებულ მკურნალს, რომელმაც სესიაზე გააუპატიურა პაციენტი. ამის შესახებ People წერს.

გამოცემის ცნობით, გასული წლის თებერვალში 45 წლის ჰასან შალგინს, რომელმაც ინტერნეტში დაწერა, რომ მკურნალი იყო, ქალბატონმა თავისი პრობლემებით მიმართა და უთხრა, რომ მას რიტუალის ჩატარება სჭირდებოდა. „მკურნალმა“ 1500 დოლარი მოსთხოვა. ბოლოს მან გადაიხადა წინასწარ 200 დოლარი, იმ პირობით, რომ დანარჩენს მოგვიანებით გადაიხდიდა. შემდეგ კი მასთან სახლში მივიდა. მამაკაცმა მას ღამის პერანგის ჩაცმა შესთავაზა.

მსხვერპლი დათანხმდა, შემდეგ კი მამაკაცმა ორჯერ გააუპატიურა. სტატიაში ნათქვამია, რომ მამაკაცმა ის დიდხანს შეაყოვნა, მაგრამ შემდეგ წასვლის უფლება მისცა და თქვა, რომ შეთანხმებული თანხის გარდა მას კიდევ 300 დოლარი ემართა. დაზარალებული დაუყოვნებლივ დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოებს.

ამის შემდეგ, მედიაში გამოჩნდა ახალი ამბები ამ „ჯადოქრის“ შესახებ, რის შემდეგაც კიდევ ოთხი ქალი დაუკავშირდა სამართალდამცველებს მსგავსი დანაშაულის შესახებ შეტყობინებებით. მათ თქვეს, რომ მამაკაცმა იგივე გააკეთა მათთან. შედეგად, დანაშაულებრივი ქმედებების ერთობლიობიდან გამომდინარე, მას მიესაჯა უვადოდ თავისუფლების აღკვეთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა