თეგებით ძიება

„ვერჩი ყველას, ვინც ჩემი ნაკლით ცხოვრებას არ მაცლის, რადგანაც თვითონ სხვანაირად ურჩევნია“ - ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მეტად ის ხალხი მიწყენინებია და გამიმწარებია, რომელსაც მოვწონვარ, უბრალოდ უნდა რომ გამომასწოროს (!).

აი ვიღაცას ძალიან რომ მოსწონხარ და თვლის რომ შენ მის ინტერესებს მოემსახურებოდი, რომ „არ იგინებოდე“, ან ცოტა „უხეში რომ არ იყო“... ან ცოტა „დიპლომატიური რომ იყო“.

ამ ავტორიტარებს ყველაზე გამეტებით ვიშორებ თავიდან.

 კარგი ხარო რომ გეუბნებიან, უბრალოდ, აი ცოტა იდეალური იყავი ჩემი აზრით,  ცოტა ის გამოასწორე, ცოტა ეს, რომ ინსტრუმენტად გამომადგეო.

ადექი და შენ იყავი, მე რა შუაში ვარ?

მეჯავრება ავტორიტარიზმი (ინფანტილიზმთან არის დიდწილად კავშირში) და ვერჩი ყველას, ვინც ჩემი ნაკლით ცხოვრებას არ მაცლის, რადგანაც თვითონ სხვანაირად ურჩევნია. 

P.S. ისევ რაღაც საიტს ვეჯაჯგურები და შუალედებში ცხოვრებისეულ სიბრძნეს გიზიარებთ.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა